Wednesday, July 5, 2017

ჩემი იდეა

   2 აპრილს  აღინიშნება  მსოფლიო  საბავშვო  ლიტერატურის  დღე.  ცნობილია,  რომ  ამ  დღეს  დანიელი  მეზღაპრის  ჰანს  ქრისტიან  ანდერსენის   დაბადების  დღეა.  აქედან  გამომდინარე,  დავგეგმე  პროექტი  ,,დაუჯერებელი  ამბები",  რომლის  მიზანი  მოსწავლეებისათვის  ცნობილი  ზღაპრების  გაცნობაა,  რათა  შეძლონ  რეალური  და  ფანტასტიკური  ამბების  ერთმანეთისგან  გამიჯვნა.  ვფიქრობ,  პროექტი  მოსწავლეებს  განუვითარებს  შემოქმედებით,  ტექსტის  ანალიზის,  საკუთარი  ხედვის,  ახლის  ძიების,  აღმოჩენის,  პრეზენტაციის  უნარებს.  ტექსტების,  ნახატების  სახით  შექმნიან  პროექტისათვის  საჭირო  პროდუქტს.  პროექტი  დაგეგმილი  მაქვს  მოსწავლეების  საერთო  ინტერესებიდან  გამომდინარე.  შეფასება  დაეხმარება  მოსწავლეებს  საკუთარი  მუშაობის  პროცესის  გაანალიზებაში.

.რას  მირჩევდით,  რათა  ჩემი  პროექტი  უფრო  წარმატებული  გამოვიდეს?  

4 comments:

  1. თამუნა, გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete
  2. მომეწონა თქვენი პროექტი. ვფიქრობ, მოსწავლეებმა წინასწარ უნდა ნახონ ნახატი ფილმები, შესაბამის ზღაპრებზე.

    ReplyDelete
  3. მომწონს შენი იდეა კარგად გაქვს დაგეგმილი არაფერს დავამატებდი,გისურვებ წარმატებებს

    ReplyDelete