ინტელის ტრენინგზე
გავეცანი პროექტზე მუშაობის
სიახლეებს: თუ როგორ დავგეგმო პროექტი,
მიზანმიმართულად გამოვიყენო შეფასების
კრიტერიუმები, დავიცვა თანმიმდევრულობა. საინტერესო
იყო ბლოგსა და დრაივზე მუშაობის
პრინციპების გაცნობა. გავეცანი კოლეგების
ნიმუშებს. ჩემთვის
უფრო საინტერესო გახდა პროექტებზე მუშაობა,
ამიტომ მიღებულ სიახლეებს
აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
Monday, July 17, 2017
Tuesday, July 11, 2017
რატომ არის მოსწალის ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანი?
მოსწავლის ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანია პრეზენტაციის მომზადებისათვის. ამით მასწავლებელი იგებს რამდენად სწორად გააანალიზა ბავშვმა პროექტის მიზანი, სად საჭიროებს დახმარებას. მუშაობის პროცესის თვითშეფასებისთვის შევქმენი ჩეკლისტი. პროექტებზე მუშაობა ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.
Wednesday, July 5, 2017
ჩემი იდეა
2 აპრილს აღინიშნება მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის დღე. ცნობილია, რომ ამ დღეს დანიელი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა. აქედან გამომდინარე, დავგეგმე პროექტი ,,დაუჯერებელი ამბები", რომლის მიზანი მოსწავლეებისათვის ცნობილი ზღაპრების გაცნობაა, რათა შეძლონ რეალური და ფანტასტიკური ამბების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ვფიქრობ, პროექტი მოსწავლეებს განუვითარებს შემოქმედებით, ტექსტის ანალიზის, საკუთარი ხედვის, ახლის ძიების, აღმოჩენის, პრეზენტაციის უნარებს. ტექსტების, ნახატების სახით შექმნიან პროექტისათვის საჭირო პროდუქტს. პროექტი დაგეგმილი მაქვს მოსწავლეების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. შეფასება დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი მუშაობის პროცესის გაანალიზებაში.
.რას მირჩევდით, რათა ჩემი პროექტი უფრო წარმატებული გამოვიდეს?
.რას მირჩევდით, რათა ჩემი პროექტი უფრო წარმატებული გამოვიდეს?
Subscribe to:
Posts (Atom)