Thursday, September 28, 2017

2017  წლის  2  ოქტომბრიდან,  ხონის  მე-4  საჯარო  სკოლაში,  ყოველ  ორშაბათს  15:30-დან  17:00-მდე  წარიმართება  საწრეო  მუშაობა  სახელწოდებით  ,,ნორჩი  შემოქმედი". საწრეო  მუშაობის  პროგრამის  მიზანი  გათვლილია  მე-4 კლასის  მოსწავლეებისათვის, ამიტომ  წრეში  გაერთიანება  შეეძლება  ნებისმიერ  ამ  ასაკის  მოსწავლეს.
 ,,ნორჩი  შემოქმედები"  მიზნად  ისახავს  მხატვრული  და  შემოქმედებითი  უნარების განვითარებას.  საწრეო  მუშაობის  პროცესში,  მოსწავლეები  გაეცნობიან  სხვადასხვა ერის ზღაპრებს,  რაც  გაუღვივებს  მათ  წიგნის  სიყვარულს.  მოხდება  ზღაპრების გააზრება-გაანალიზება  კითხვა-პასუხის  რეჟიმით.  ზღაპრების  დეტალებს დააკავშირებენ  რეალურ  ფაქტებთან.
  შემოქმედებითი  უნარის  განვითარების  მიზნით,  წაკითხული  ზღაპრის  მიხედვით, მოსწავლეები  შექმნიან  გმირების  აპლიკაციებს. (რესურსებად  გამოყენებული  იქნება ფერადი  ფურცლები,  ფერადი  ფანქრები,  წებო,  მაკრატელი,  თაბახის  ფურცლები, ფერადი  ძაფები,  წიგნი,  კომპიუტერი)  მოეწყობა  თოჯინების  თეატრი,  სადაც თითოეულ  ბავშვს  შესაძლებლობა  ექნება  გამოავლინოს  საკუთარი  უნარი.  წრე იფუნქციონირებს  მთელი  სემესტრის  განმავლობაში.  საწრეო  მუშაობას უხელმძღვანელებს  მე-4  საჯარო  სკოლის  დაწყებითი  კლასის  პედაგოგი  თამარ ბოჭორიშვილი

   რა  ისწავლება  (პროგრამა)
.ჰანს  ქრისტიან  ანდერსენის
.შარლ  პეროს
.ძმები  გრიმების  ზღაპრები
გათვალისწინებული  იქნება  მოსწავლეთა  სურვილი  შესწავლილი  ზღაპრების მიხედვით და  ინსცენირებისათვის  შერჩეული  იქნება  სასურველი  ზღაპარი.

  რას  შეისწავლიან  მოსწავლეები:
.გაეცნობიან  მსოფლიო  ლიტერატურას
.ცნობილი  მეზრაპრეების  ბიოგრაფიებს
.მიიღებენ  თეორიულ  ცოდნას  ლიტერატურული  ჟანრის  შესახებ
.განივითარებენ  ტექსტის  გააზრების  უნარს
.გაიმდიდრებენ  ლექსიკურ  მარაგს
.დაეუფლებიან  მხატვრული  კითხვის  ელემენტებსა  მეტყველების  კულტურას
.მიეჩვევიან  ინტელექტუალურ  აზროვნებას  და  გაიღრმავებენ  ცოდნას
.გამოიმუშავებენ  შემოქმედებით  უნარს  აპლიკაციების  შექმნით  და  ინსცენირების  მოწყობით.

    აქტივობები:  1. ზღაპრების  კითხვა
                             2.დისკუსია
                             3.აპლიკაციების  კეთება
                             4.სპექტაკლის  დადგმა

 მისამართი  მე-4  საჯარო  სკოლა.  


Monday, July 17, 2017

პროექტის რეფლექსია

  ინტელის  ტრენინგზე    გავეცანი  პროექტზე  მუშაობის  სიახლეებს:  თუ  როგორ  დავგეგმო  პროექტი,  მიზანმიმართულად  გამოვიყენო  შეფასების  კრიტერიუმები,  დავიცვა  თანმიმდევრულობა.   საინტერესო  იყო  ბლოგსა  და  დრაივზე  მუშაობის  პრინციპების  გაცნობა.     გავეცანი    კოლეგების  ნიმუშებს.    ჩემთვის  უფრო  საინტერესო  გახდა  პროექტებზე  მუშაობა,  ამიტომ  მიღებულ  სიახლეებს  აქტიურად  გამოვიყენებ  პრაქტიკაში.

ჩემი პროექტი

პროექტის  პორტფოლიო

Tuesday, July 11, 2017

რატომ არის მოსწალის ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანი?

მოსწავლის ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანია  პრეზენტაციის  მომზადებისათვის. ამით მასწავლებელი  იგებს  რამდენად სწორად  გააანალიზა  ბავშვმა პროექტის  მიზანი,  სად საჭიროებს დახმარებას. მუშაობის პროცესის თვითშეფასებისთვის  შევქმენი ჩეკლისტი. პროექტებზე მუშაობა ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.  

მოსწავლის ნამუშევარი

Wednesday, July 5, 2017

ჩემი იდეა

   2 აპრილს  აღინიშნება  მსოფლიო  საბავშვო  ლიტერატურის  დღე.  ცნობილია,  რომ  ამ  დღეს  დანიელი  მეზღაპრის  ჰანს  ქრისტიან  ანდერსენის   დაბადების  დღეა.  აქედან  გამომდინარე,  დავგეგმე  პროექტი  ,,დაუჯერებელი  ამბები",  რომლის  მიზანი  მოსწავლეებისათვის  ცნობილი  ზღაპრების  გაცნობაა,  რათა  შეძლონ  რეალური  და  ფანტასტიკური  ამბების  ერთმანეთისგან  გამიჯვნა.  ვფიქრობ,  პროექტი  მოსწავლეებს  განუვითარებს  შემოქმედებით,  ტექსტის  ანალიზის,  საკუთარი  ხედვის,  ახლის  ძიების,  აღმოჩენის,  პრეზენტაციის  უნარებს.  ტექსტების,  ნახატების  სახით  შექმნიან  პროექტისათვის  საჭირო  პროდუქტს.  პროექტი  დაგეგმილი  მაქვს  მოსწავლეების  საერთო  ინტერესებიდან  გამომდინარე.  შეფასება  დაეხმარება  მოსწავლეებს  საკუთარი  მუშაობის  პროცესის  გაანალიზებაში.

.რას  მირჩევდით,  რათა  ჩემი  პროექტი  უფრო  წარმატებული  გამოვიდეს?  

Wednesday, June 28, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები  დაეხმარება  მოსწავლეებს  პროექტის
იდეის,  მიზნის  გააზრებაში.  დაეხმარება  სხვადასხვა  საგნებს,  ცნებებს ,  ფაქტებს  შორის  კავშირის  დანახვაში.