2017 წლის 2 ოქტომბრიდან, ხონის მე-4 საჯარო სკოლაში, ყოველ ორშაბათს 15:30-დან 17:00-მდე წარიმართება საწრეო მუშაობა სახელწოდებით ,,ნორჩი შემოქმედი". საწრეო მუშაობის პროგრამის მიზანი გათვლილია მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის, ამიტომ წრეში გაერთიანება შეეძლება ნებისმიერ ამ ასაკის მოსწავლეს.
,,ნორჩი შემოქმედები" მიზნად ისახავს მხატვრული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. საწრეო მუშაობის პროცესში, მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ერის ზღაპრებს, რაც გაუღვივებს მათ წიგნის სიყვარულს. მოხდება ზღაპრების გააზრება-გაანალიზება კითხვა-პასუხის რეჟიმით. ზღაპრების დეტალებს დააკავშირებენ რეალურ ფაქტებთან.
შემოქმედებითი უნარის განვითარების მიზნით, წაკითხული ზღაპრის მიხედვით, მოსწავლეები შექმნიან გმირების აპლიკაციებს. (რესურსებად გამოყენებული იქნება ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, წებო, მაკრატელი, თაბახის ფურცლები, ფერადი ძაფები, წიგნი, კომპიუტერი) მოეწყობა თოჯინების თეატრი, სადაც თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა ექნება გამოავლინოს საკუთარი უნარი. წრე იფუნქციონირებს მთელი სემესტრის განმავლობაში. საწრეო მუშაობას უხელმძღვანელებს მე-4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი თამარ ბოჭორიშვილი
რა ისწავლება (პროგრამა)
.ჰანს ქრისტიან ანდერსენის
.შარლ პეროს
.ძმები გრიმების ზღაპრები
გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა სურვილი შესწავლილი ზღაპრების მიხედვით და ინსცენირებისათვის შერჩეული იქნება სასურველი ზღაპარი.
რას შეისწავლიან მოსწავლეები:
.გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურას
.ცნობილი მეზრაპრეების ბიოგრაფიებს
.მიიღებენ თეორიულ ცოდნას ლიტერატურული ჟანრის შესახებ
.განივითარებენ ტექსტის გააზრების უნარს
.გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს
.დაეუფლებიან მხატვრული კითხვის ელემენტებსა მეტყველების კულტურას
.მიეჩვევიან ინტელექტუალურ აზროვნებას და გაიღრმავებენ ცოდნას
.გამოიმუშავებენ შემოქმედებით უნარს აპლიკაციების შექმნით და ინსცენირების მოწყობით.
აქტივობები: 1. ზღაპრების კითხვა
2.დისკუსია
3.აპლიკაციების კეთება
4.სპექტაკლის დადგმა
მისამართი მე-4 საჯარო სკოლა.